პრემიუმ კლასის IPL ფოტოეპილატორები — სახლის პირობებში კომფორტული პროცედურების გარანტია. უმტკივნეულო, უსაფრთხო, ეფექტური.
ექვსი მოდელი, ერთი მიზანი — სრულყოფილად გლუვი კანი ნებისმიერი ბიუჯეტისთვის
შეადარე ყველა მოდელი ერთ ცხრილში და იპოვე შენი იდეალური ვარიანტი
ჩვენი ფოტოეპილატორები სწორი მოხმარების პირობებში საუკეთესო შედეგის გარანტიაა.
"ძალიან კარგია, მადლობა თქვენ <3"
"მართლა ძაან კარგია და ფასებიც ნორმალუ (სხვებისგან განსხვავებით)"
"დიდი მადლობა ასეთი ყურადღებით რომ ექცევით მომხმარებელს. რაღაც პატარა პრობლემა მქონდა და იქვე ყველაფერი სწრაფად მოაგვარეს. მადლობა და წარმატებები თქვენ <3 გაიხარეთ"
"ჩემგანაც დიდი მადლობა, დეტალებში ამიხსნეს ყველაფერი"
ყველაზე ხშირი კითხვები IPL ეპილაციასა და ჩვენს სერვისზე
IPL (Intense Pulsed Light) სინათლის იმპულსს გამოსცემს. ეს სინათლე შთაინთქმება თმის მელანინში, რომელიც გარდაიქმნება სითბოდ და აზიანებს თმის ფოლიკულას. რის შედეგადაც თმა ფერმკრთალდება, თხელდება და ზრდის ინტენსივობა მცირდება.
IPL ეპილაცია უმტკივნეულოა. შესაძლოა იგრძნო მსუბუქი სითბო ან ჩხვლეტა, მაგრამ ჩვენი მოდელების უმეტესობას აქვს Ice Cooling გაგრილების ფუნქცია, რომელიც პროცედურას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
პირველი ხილული შედეგი ჩვეულებრივ 3-4 კვირიდან ჩანს, ხოლო რეალურ ეფექტზე გასვლა მერვე კვირიდან იწყება. შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თმისა და კანის ტიპზე.
პირველი 1-4 კვირის განმავლობაში 3-ჯერ კვირაში. 5-8 კვირის განმავლობაში 2-ჯერ კვირაში. მე-8 კვირის შემდეგ 1-ჯერ კვირაში. ხილული შედეგის მიღების შემდეგ შეგიძლია გადახვიდე შემანარჩუნებელ რეჟიმზე — თვეში 1-2 პროცედურა. ყველაზე სწორი მიდგომაა — თმის ზრდის ინტენსივობაზე დაკვირვება და ისე აპარატის გამოყენების სიხშირის განსაზღვრა.
IPL საუკეთესოდ მუშაობს ღია კანსა და მუქ თმაზე. ძალიან ღია (ჭაღარა), ასევე ძალიან მუქ კანზე ეფექტი შეიძლება შეზღუდული იყოს. თუ ეჭვი გაქვს, მოგვწერე Messenger-ში — დაგეხმარებით სწორი მოდელის შერჩევაში.
დიახ, ყველა აპარატს აქვს ოფიციალური გარანტია. ყველა საგარანტიო დეტალი ფიქსირდება Messenger-მიმოწერაში, ამიტომ შეკვეთა სწორედ იქ უნდა გააფორმო — ასე შენი გარანტია ყოველთვის დაცული იქნება.
მიწოდება უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით. შეკვეთის გაფორმების შემდეგ კურიერი წინასწარ დაგიკავშირდებათ და ისე მოგაწვდით პროდუქტს. გადახდა შესაძლებელია კურიერთან, ადგილზე.
ჩვენ მზად ვართ შეგირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო მოდელი ♥