სენსორული მართვა და 3-1-ში ფუნქციონალი ხელმისაწვდომ ფასად
BHRL-04 — სახლის ფოტოეპილატორი სენსორული მართვით და სრული 3-1-ში ფუნქციონალით. Ice Cooling ტექნოლოგია კანს მყისიერად აგრილებს, 9 ენერგიის დონე და ორი რეჟიმი (ხელით/ავტომატური) კი ნებისმიერ ზონაზე მორგების საშუალებას იძლევა. საუკეთესო შესვლის წერტილი გაგრილებიან IPL სამყაროში.
სინათლის იმპულსი მელანინის მეშვეობით აღწევს თმის ფოლიკულამდე და აჩერებს მის ზრდას — შედეგად კანი რჩება გლუვი კვირების განმავლობაში.
რბილი სინათლის ტალღები ასტიმულირებს კანის ღრმა შრეებს — ვიწროვდება ფორები, უმჯობესდება ელასტიურობა და კანის ტონი.
ფართო სპექტრის სინათლე ეხმარება პიგმენტური ლაქების შემცირებას და კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას.
შედეგის დადგომის დრო ინდივიდუალურია. მასზე გავლენას ახდენს კანისა და თმის ფერი, თმის სიხშირე, ფოლიკულის რეგენერაციის უნარი და პროცედურების რეგულარულობა. ზოგთან შედეგი 40%-ია, ზოგთან — 60%, ზოგთან კი 80%. მთავარია აპარატის სისტემატიური გამოყენება, რომ თმის ფოლიკულმა აღდგენა ვეღარ შეძლოს.
IPL აპარატი თმას მომენტალურად არ წვავს — ის ეტაპობრივად აზიანებს ფოლიკულს, რაც უზრუნველყოფს თმის გათხელებას, გაფერმკრთალებას და ზრდის შენელებას. მომენტალური, 100%-იანი გაქრობა მოკლე დროში არარეალურია, თუმცა საშუალოდ 2 თვიანი რეგულარული გამოყენების შემდეგ ხილულ შედეგს მიიღებ. ყველაზე ეფექტური გზაა — დააკვირდე შენი თმის ზრდის ინტენსივობას და გამოყენების სიხშირე ამის მიხედვით დაარეგულირო.
პროცედურა ტარდება გაპარსულ, მშრალ კანზე — რომ სინათლემ ფოლიკულამდე ჩააღწიოს. ძალიან თხელი და მოკლე თმის გაპარსვა აუცილებელი არ არის.
ინდივიდუალურია — დააკვირდი თმის ზრდის ინტენსივობას პროცედურებს შორის და ოპტიმალური ინტერვალი ამის მიხედვით განსაზღვრე.
ეფექტურობისთვის თითო წერტილზე 3-ჯერ გამოეცი იმპულსი, ხოლო ყველა ზონის დასრულების შემდეგ პროცედურა კიდევ 2-ჯერ გაიმეორე.
| მოდელი | BHRL-04 |
| იმპულსების რაოდენობა | 999 999 |
| მაქს. ენერგია | 15 ჯ |
| სიმძლავრე | 48W |
| ენერგიის დონეები | 9 |
| გაგრილების ფუნქცია | კი (Ice Cooling) |
| მაგნიტური თავაკი | 1 ც |
| ფერი | თეთრი |
| წონა | 290 გ |
| ზომა | 79.2 × 166.4 × 175.4 მმ |
| ეპილაციის ტიპი | მშრალი |
| ტალღის სიგრძე | 600–1200 ნმ |
| სამუშაო რეჟიმი | 3 (HR / SC / RA) |
| ბოლბის ტიპი | კვარცი |
| კვება | ქსელი, 220V 50Hz |
| LED ეკრანი | კი |
| უსაფრთხოების სისტემა | ჩაშენებული |
| სერტიფიკაცია | CE, ROHS, FCC, PSE |
| მასალა | ABS |
შედეგის დადგომის დრო ინდივიდუალურია — მასზე გავლენას ახდენს კანისა და თმის ფერი, თმის სიხშირე, ფოლიკულის რეგენერაციის უნარი და პროცედურების რეგულარულობა. IPL თმას მომენტალურად არ წვავს — ეტაპობრივად აზიანებს ფოლიკულს. საშუალოდ, 2 თვიანი რეგულარული გამოყენების შემდეგ მიიღებ ხილულ შედეგს.
IPL პროცედურა გაცილებით კომფორტულია ვაქსსა და კლასიკურ ეპილატორთან შედარებით — უმეტესობა მას მსუბუქ სითბოდ აღწერს. დაიწყე დაბალი დონიდან და თანდათან მოიმატე.
ფეხები, ხელები, იღლიები, ბიკინის ზონა და სახე (ლოყის ძვლის ქვემოთ). თვალის არეში გამოყენება დაუშვებელია — ყოველთვის გამოიყენე კომპლექტში შემავალი დამცავი სათვალე.
მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით. შეკვეთის გაფორმების შემდეგ დაგიკავშირდებით დეტალების დასაზუსტებლად. გადახდა შესაძლებელია კურიერთან, ადგილზე.
დიახ, ყველა აპარატს აქვს ოფიციალური გარანტია — ვადა მოდელის მიხედვით განსხვავდება. ყველა საგარანტიო დეტალი ფიქსირდება Messenger-მიმოწერაში, ამიტომ შეკვეთისას მოგვწერე — ასე შენი გარანტია ყოველთვის დაცული იქნება.
დატოვე ნომერი და ოპერატორი მალე დაგიკავშირდება დეტალების დასაზუსტებლად.