უფასო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით
✦ პროფესიონალური

IPL ფოტოეპილატორი BHRL-12

მასიური კორპუსი და სტაბილური დაჭერა ხანგრძლივი სეანსებისთვის

24 ჯ 9 დონე Ice Cooling 999 999 იმპულსი
270 ₾ 365 ₾ -26%
მარაგშია · მიწოდება 1–2 დღეში
უფასო მიწოდება ოფიციალური გარანტია სწრაფი მხარდაჭერა

რატომ BHRL-12

ერგონომიული კორპუსი
მასიური, სტაბილური დაჭერა — ხელი არ იღლება ხანგრძლივ სეანსზეც
Ice Cooling გაგრილება
ამცირებს სითბოს შეგრძნებას და გაღიზიანების რისკს
24 ჯოული ენერგია
3.5 სმ² ფანჯარა — დიდი ზონების სწრაფი დამუშავება
9 სიმძლავრის დონე
ინდივიდუალური მორგება ნებისმიერ ზონაზე

BHRL-12 — პროფესიონალური მოდელი გაზრდილი კორპუსით, რომელიც ხელში სტაბილურად ზის და ხანგრძლივი სეანსების დროსაც კომფორტულია. 24 ჯოული ენერგია და 3.5 სმ² სამუშაო ფანჯარა ფეხების, ხელების და სხეულის დიდ ზონებს სწრაფად ამუშავებს, Ice Cooling სისტემა კი პროცედურას უმტკივნეულოს ხდის მაღალ დონეებზეც.

3 ფუნქცია ერთ მოწყობილობაში

HR
თმის მოცილება

სინათლის იმპულსი მელანინის მეშვეობით აღწევს თმის ფოლიკულამდე და აჩერებს მის ზრდას — შედეგად კანი რჩება გლუვი კვირების განმავლობაში.

SC
კანის გაახალგაზრდავება

რბილი სინათლის ტალღები ასტიმულირებს კანის ღრმა შრეებს — ვიწროვდება ფორები, უმჯობესდება ელასტიურობა და კანის ტონი.

RA
აკნეს მოვლა

ფართო სპექტრის სინათლე ეხმარება პიგმენტური ლაქების შემცირებას და კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას.

რას უნდა ელოდო — გულახდილად

შედეგის დადგომის დრო ინდივიდუალურია. მასზე გავლენას ახდენს კანისა და თმის ფერი, თმის სიხშირე, ფოლიკულის რეგენერაციის უნარი და პროცედურების რეგულარულობა. ზოგთან შედეგი 40%-ია, ზოგთან — 60%, ზოგთან კი 80%. მთავარია აპარატის სისტემატიური გამოყენება, რომ თმის ფოლიკულმა აღდგენა ვეღარ შეძლოს.

IPL აპარატი თმას მომენტალურად არ წვავს — ის ეტაპობრივად აზიანებს ფოლიკულს, რაც უზრუნველყოფს თმის გათხელებას, გაფერმკრთალებას და ზრდის შენელებას. მომენტალური, 100%-იანი გაქრობა მოკლე დროში არარეალურია, თუმცა საშუალოდ 2 თვიანი რეგულარული გამოყენების შემდეგ ხილულ შედეგს მიიღებ. ყველაზე ეფექტური გზაა — დააკვირდე შენი თმის ზრდის ინტენსივობას და გამოყენების სიხშირე ამის მიხედვით დაარეგულირო.

გამოყენების მარტივი წესები

1
მომზადება

პროცედურა ტარდება გაპარსულ, მშრალ კანზე — რომ სინათლემ ფოლიკულამდე ჩააღწიოს. ძალიან თხელი და მოკლე თმის გაპარსვა აუცილებელი არ არის.

2
სიხშირე

ინდივიდუალურია — დააკვირდი თმის ზრდის ინტენსივობას პროცედურებს შორის და ოპტიმალური ინტერვალი ამის მიხედვით განსაზღვრე.

3
ტექნიკა

ეფექტურობისთვის თითო წერტილზე 3-ჯერ გამოეცი იმპულსი, ხოლო ყველა ზონის დასრულების შემდეგ პროცედურა კიდევ 2-ჯერ გაიმეორე.

მახასიათებლები

მოდელიBHRL-12
იმპულსების რაოდენობა999 999
მაქს. ენერგია24 ჯ
სიმძლავრე48W
ენერგიის დონეები9
გაგრილების ფუნქციაკი (Ice Cooling)
სამუშაო ფანჯარა3.5 სმ²
მაგნიტური თავაკი2 ც
ფერითეთრი
წონა335 გ
ზომა168 × 84 × 162 მმ
ეპილაციის ტიპიმშრალი
ტალღის სიგრძე600–1200 ნმ
სამუშაო რეჟიმი3 (HR / SC / RA)
ბოლბის ტიპიკვარცი
კვებაქსელი, 220V 50Hz
LED ეკრანიკი
უსაფრთხოების სისტემაჩაშენებული
სერტიფიკაციაCE, ROHS, FCC, PSE
მასალაABS

კომპლექტაცია

  • ფოტოეპილატორი — 1ც
  • კვების ბლოკი — 1ც
  • მაგნიტური თავაკი — 2ც
  • დამცავი სათვალე — 1ც
  • საპარსი — 1ც
მოდის ელეგანტურ სასაჩუქრე ყუთში

ხშირად დასმული კითხვები

როდის გამოჩნდება შედეგი?

შედეგის დადგომის დრო ინდივიდუალურია — მასზე გავლენას ახდენს კანისა და თმის ფერი, თმის სიხშირე, ფოლიკულის რეგენერაციის უნარი და პროცედურების რეგულარულობა. IPL თმას მომენტალურად არ წვავს — ეტაპობრივად აზიანებს ფოლიკულს. საშუალოდ, 2 თვიანი რეგულარული გამოყენების შემდეგ მიიღებ ხილულ შედეგს.

მტკივნეულია პროცედურა?

IPL პროცედურა გაცილებით კომფორტულია ვაქსსა და კლასიკურ ეპილატორთან შედარებით — უმეტესობა მას მსუბუქ სითბოდ აღწერს. დაიწყე დაბალი დონიდან და თანდათან მოიმატე.

რომელ ზონებზე შემიძლია გამოყენება?

ფეხები, ხელები, იღლიები, ბიკინის ზონა და სახე (ლოყის ძვლის ქვემოთ). თვალის არეში გამოყენება დაუშვებელია — ყოველთვის გამოიყენე კომპლექტში შემავალი დამცავი სათვალე.

როგორ ხდება მიწოდება და გადახდა?

მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით. შეკვეთის გაფორმების შემდეგ დაგიკავშირდებით დეტალების დასაზუსტებლად. გადახდა შესაძლებელია კურიერთან, ადგილზე.

აქვს თუ არა გარანტია?

დიახ, ყველა აპარატს აქვს ოფიციალური გარანტია — ვადა მოდელის მიხედვით განსხვავდება. ყველა საგარანტიო დეტალი ფიქსირდება Messenger-მიმოწერაში, ამიტომ შეკვეთისას მოგვწერე — ასე შენი გარანტია ყოველთვის დაცული იქნება.

სხვა მოდელები

IPL ფოტოეპილატორი BHRL-13
BHRL-13 · 2025
24ჯ · 9 დონე · Ice Cooling · 2 თავაკი
300 ₾ 395 ₾
IPL ფოტოეპილატორი BHRL-10
BHRL-10
24ჯ · 9 დონე · Ice Cooling · მსუბუქი 255გ
220 ₾ 335 ₾
IPL ფოტოეპილატორი BHRL-11
BHRL-11
24ჯ · 9 დონე · Ice Cooling · ხალხის რჩეული
200 ₾ 350 ₾
270 ₾365 ₾